1. პროექტის სახელწოდება: მედიის
ენაში გავრელებული გრამატიკული შეცდომების ტიპები და მათი ნიმუშები.
2. პროექტის მთავარი იდეა (თემა) 1-2 წინადადებით: ბავშვებმა შეძლონ ყურადღების კონცენტრაცია, ყურადღებით მოსმენა, შეცდომების აღმოჩენა და გასწორება, სწორი, გამართული ქართულით საუბარი.
2. პროექტის მთავარი იდეა (თემა) 1-2 წინადადებით: ბავშვებმა შეძლონ ყურადღების კონცენტრაცია, ყურადღებით მოსმენა, შეცდომების აღმოჩენა და გასწორება, სწორი, გამართული ქართულით საუბარი.
3. პროექტის აქტუალობა: დღეს ძალიან ხშირად ვხვდებით მედიის ენაში გავრცელებულ
დამახინჯებულ გამოთქმებს, ამოტომ მნიშვნელოვანი და არსებითია ბავშვები მიეჩვივნენ შეცდომების
აღმოჩენას და გასწორებას.
4. პროექტის მიზნები: პროექტის მიზანია მოსწავლეებს განუვითარდეთ სოციალური,
კვლევა - ძიების, ჯგუფური და ინდივიდუალური მუშაობის უნარ - ჩვევები. მოსწავლეებმა
შეძლონ მედიის ენაში გავრცელებული შეცდომების აღმოჩენა, გასწორება და საკუთარი აზრის
დასაბუთება.
5. მონაწილეთა ასაკი: VIII – IX (14 – 15 წელი)
6. ვადები/ხანგრძლივობა: 2 თვე
7.მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: მოსწავლეები შექმნიან პრეზენტაციებს, კედლის გაზეთს, პლაკატებს( სადაც მითითებული იქნება სიტყვის სწორი და არასწორი ფორმა) აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით.
6. ვადები/ხანგრძლივობა: 2 თვე
7.მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: მოსწავლეები შექმნიან პრეზენტაციებს, კედლის გაზეთს, პლაკატებს( სადაც მითითებული იქნება სიტყვის სწორი და არასწორი ფორმა) აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით.
9. პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები):
აქტივობა 1 - მოსწავლეებისათვის
მოვალეობების გადანაწილება.
აქტივობა 2 - ინერნეტ სივრციდან,
ჟურნალ
- გაზეთებიდან, სატელევიზიო გადაცემებიდან შესაბამისი ინფორმაციის მოძიება.
აქტივობა 3 - მოძიებულ მასალაზე დაყრდნობით პრეზენტაციები მომზადება
(ჯგუფურად)
აქტივობა
4 - პლაკატების და კედლის გაზეთების მომზადება.
10.
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
ქართ. VIII. 3. მოსწავლეს შეუძლია მსჯელობის ძირითადი ენობრივი მახასიათებლების
ამოცნობა და გამოყენება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
ამოიცნობს და იყენებს ზეპირი
მსჯელობისთვის დამახასიათებელ ძირითად ენობრივ საშუალებებს (მაგალითად, თვალსაზრისისა
და არგუმენტის გამოსაკვეთად იყენებს არავერბალურ საშუალებებს: ინტერვალს საუბარში,
ინტონაციას, ხმის სხვადასხვა დონეებს, ჟესტიკულაციას და ა. შ.);
·
მოსმენით განასხვავებს და ადეკვატურად
იყენებს ზეპირი მსჯელობისთვის დამახასიათებელ ენობრივ-გრამატიკულ ფორმებს
(სუბიექტური დამოკიდებულების გამომხატველ ენობრივ-გრამატიკულ საშუალებებს: ჩართულს,
დანართს, განკერძოებულ სიტყვებსა და გამოთქმებს და სხვ.);
·
ამოიცნობს და იყენებს მსჯელობისთვის
დამახასიათებელი ფუნქციური სტილის ენობრივ მახასიათებლებს (ნომინალურ წინადადებებს,
პირობით-შედეგობით კონსტრუქციებს და სხვ.);
·
ამოიცნობს და იყენებს რიტორიკულ
ფიგურებს (მაგ., რიტორიკულ შეკითხვას, რიტორიკულ შეძახილს, გამეორებას, პაუზას და სხვ.),
რომლებიც ეფექტურად გამოხატავენ მსჯელობის მიზანს (არგუმენტების გამოყენებით ამა თუ
იმ პიროვნების შექება / გაკიცხვა, კონკრეტული მოვლენის გამართლება / უარყოფითად შეფასება
და ა. შ.);
·
განარჩევს და სათანადოდ იყენებს
საკუთარ მეტყველებაში გამოთქმებს, რომელთაც განსაკუთრებული დამარწმუნებელი ძალა აქვს
(მაგ., იდიომებს, ხატოვან გამონათქვამებს, რიტორიკულ ფიგურებს, სახე-სიმბოლოებს და
ა. შ.).
ქართ. VIII. 12. მოსწავლეს შეუძლია ენობრივ-გრამატიკული
სტრუქტურებისა და ხერხების მართებულად გამოყენება სხვადასხვა სახის ტექსტების შესაქმნელად.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
სწორად ხმარობს ზმნის დრო-კილოთა
და ქცევის ფორმებს;
·
იცავს პუნქტუაციისა და მართლწერის
სალიტერატურო ნორმებს;
·
მართებულად ჩაანაცვლებს დამოკიდებულ
წინადადებებს ინფორმაციის დამაზუსტებელი განკერძოებული სიტყვებითა და გამოთქმებით
(მაგალითად, „ჩემი ძმა, რომელიც თორმეტი წლისაა“..., „ჩემი ძმა, თორმეტი წლის ბიჭი“...);
·
მართებულად იყენებს მსჯელობისა
და არგუმენტაციისთვის შესაფერის ლექსიკასა და სინტაქსურ კონსტრუქციებს („თუ... მაშინ...“, „აქედან გამომდინარე...“,
„ამრიგად...“, „მაშასადამე...“, „რასაც ადასტურებს...“);
·
მიმოხილვითი ხასიათის ტექსტის
შექმნისას იყენებს შესაბამის ენობრივ-გრამატიკულ სტრუქტურებსა და ხერხებს.
11. პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი): ანიკო ღვინაშვილი
12. პროექტის ხელმძღვანელის ელ. ფოსტა: gvinashvilianiko@gmail.com