Sunday, October 8, 2017

1. პროექტის სახელწოდება: მედიის ენაში გავრელებული გრამატიკული შეცდომების ტიპები და მათი ნიმუშები.
2.
პროექტის მთავარი იდეა (თემა) 1-2 წინადადებით: ბავშვებმა შეძლონ ყურადღების კონცენტრაცია, ყურადღებით მოსმენა, შეცდომების აღმოჩენა და გასწორება, სწორი, გამართული ქართულით საუბარი.
3. პროექტის აქტუალობ: დღეს ძალიან ხშირად ვხვდებით მედიის ენაში გავრცელებულ დამახინჯებულ გამოთქმებს, ამოტომ მნიშვნელოვანი და არსებითია ბავშვები მიეჩვივნენ შეცდომების აღმოჩენას და გასწორებას.
4. პროექტის მიზნები: პროექტის მიზანია მოსწავლეებს განუვითარდეთ სოციალური, კვლევა - ძიების, ჯგუფური და ინდივიდუალური მუშაობის უნარ - ჩვევები. მოსწავლეებმა შეძლონ მედიის ენაში გავრცელებული შეცდომების აღმოჩენა, გასწორება და საკუთარი აზრის დასაბუთება.
5. მონაწილეთა ასაკი: VIII – IX (14 – 15 წელი)
6. ვადები/ხანგრძლივობა: 2 თვე
7.
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: მოსწავლეები შექმნიან პრეზენტაციებს, კედლის გაზეთს, პლაკატებს( სადაც მითითებული იქნება სიტყვის სწორი და არასწორი ფორმა) აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით.

9. პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები):
 აქტივობა 1 - მოსწავლეებისათვის მოვალეობების გადანაწილება.
 აქტივობა 2 - ინერნეტ სივრციდან, ჟურნალ - გაზეთებიდან, სატელევიზიო გადაცემებიდან   შესაბამისი ინფორმაციის მოძიება.
 აქტივობა 3 - მოძიებულ მასალაზე დაყრდნობით პრეზენტაციები მომზადება (ჯგუფურად)
 აქტივობა 4  - პლაკატების და კედლის გაზეთების მომზადება.

10. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
ქართ. VIII. 3. მოსწავლეს შეუძლია მსჯელობის ძირითადი ენობრივი მახასიათებლების ამოცნობა და გამოყენება. 

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         ამოიცნობს და იყენებს ზეპირი მსჯელობისთვის დამახასიათებელ ძირითად ენობრივ საშუალებებს (მაგალითად, თვალსაზრისისა და არგუმენტის გამოსაკვეთად იყენებს არავერბალურ საშუალებებს: ინტერვალს საუბარში, ინტონაციას, ხმის სხვადასხვა დონეებს, ჟესტიკულაციას და ა. შ.);
·         მოსმენით განასხვავებს და ადეკვატურად იყენებს ზეპირი მსჯელობისთვის დამახასიათებელ ენობრივ-გრამატიკულ ფორმებს (სუბიექტური დამოკიდებულების გამომხატველ ენობრივ-გრამატიკულ საშუალებებს: ჩართულს, დანართს, განკერძოებულ სიტყვებსა და გამოთქმებს და სხვ.);
·         ამოიცნობს და იყენებს მსჯელობისთვის დამახასიათებელი ფუნქციური სტილის ენობრივ მახასიათებლებს (ნომინალურ წინადადებებს, პირობით-შედეგობით კონსტრუქციებს და სხვ.);
·         ამოიცნობს და იყენებს რიტორიკულ ფიგურებს (მაგ., რიტორიკულ შეკითხვას, რიტორიკულ შეძახილს, გამეორებას, პაუზას და სხვ.), რომლებიც ეფექტურად გამოხატავენ მსჯელობის მიზანს (არგუმენტების გამოყენებით ამა თუ იმ პიროვნების შექება / გაკიცხვა, კონკრეტული მოვლენის გამართლება / უარყოფითად შეფასება და ა. შ.);
·         განარჩევს და სათანადოდ იყენებს საკუთარ მეტყველებაში გამოთქმებს, რომელთაც განსაკუთრებული დამარწმუნებელი ძალა აქვს (მაგ., იდიომებს, ხატოვან გამონათქვამებს, რიტორიკულ ფიგურებს, სახე-სიმბოლოებს და ა. შ.).
ქართ. VIII. 12. მოსწავლეს შეუძლია ენობრივ-გრამატიკული სტრუქტურებისა და ხერხების მართებულად გამოყენება სხვადასხვა სახის ტექსტების შესაქმნელად.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         სწორად ხმარობს ზმნის დრო-კილოთა და ქცევის ფორმებს;
·         იცავს პუნქტუაციისა და მართლწერის სალიტერატურო ნორმებს;
·         მართებულად ჩაანაცვლებს დამოკიდებულ წინადადებებს ინფორმაციის დამაზუსტებელი განკერძოებული სიტყვებითა და გამოთქმებით (მაგალითად, „ჩემი ძმა, რომელიც თორმეტი წლისაა“..., „ჩემი ძმა, თორმეტი წლის ბიჭი“...);
·         მართებულად იყენებს მსჯელობისა და არგუმენტაციისთვის შესაფერის ლექსიკასა და სინტაქსურ  კონსტრუქციებს („თუ... მაშინ...“, „აქედან გამომდინარე...“, „ამრიგად...“, „მაშასადამე...“, „რასაც ადასტურებს...“);
·         მიმოხილვითი ხასიათის ტექსტის შექმნისას იყენებს შესაბამის ენობრივ-გრამატიკულ სტრუქტურებსა და ხერხებს. 


11. პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი): ანიკო ღვინაშვილი
12. პროექტის  ხელმძღვანელის ელ. ფოსტა: gvinashvilianiko@gmail.com